თოშა ქებურიას ცოლს შვილის ნათლობაზე

თოშა ქებურიას ცოლს შვილის ნათლობაზე "დოლჩედაგაბანას" კაბა ეცვა

მილიონერმა თოშა ქებურიამ და მოდელმა ქეთი ჟღენტმა შაბათს გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდნენ.

წყვილის ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, ასევე, მოწვეული ჰყავდათ მომღერლები რუსეთიდან. სტუმრების განწყობაზე თეონა კონტრიძემ და ტიმატი ზრუნავდნენ.

ახალგაზრდა წყვილის ქორწილი მეორე დღესცა გაგრძელდა. დღის პირველ ნახევარში ქეთიმ და თოშამ, ქალიშვილი კატერინა მონათლეს, პატარას ნათლიები წყვილის მეგობრები მარიამ შევარდნაძე, მარიამ ჩხატარაშვილი და კესო ლელუაშვილი არიან.

პატარა კატერინა ქებურია ბოდბეში გაქრისტიანდა. საიდანაც ნათლიებმა და სტუმრებმა "ამბასადორის" ეზოში გადაინაცვლეს. ქორწილის მეორე დღეს, სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ. საღამოს კი წვეულება რესტორანში გაგრძელდა, სადაც სტუმრების გართობაზე "ქართული ხმები" ზრუნავდა.

ქეთი ჟღენტს ქორწილის მეორე დღესაც ცნობილი დიზაინერის კაბა ეცვა, მან "დოლჩედაგაბანას" ძვირადღირებული კაბა სწორედ ამ დღისთვის შეიძინა.

თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტს ქალიშვილი 27 სექტემბერს შეეძინა. როგორც ქეთიმ ინსტაგრამზე დაწერა 27 მისი და თოშას საყვარელი რიცხვია.