სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ამჟამად ახალ ზელანდიაში იმყოფებიან და ვიზიტის ფარგლებში უამრავ გულშემატკივარსაც შეხვდნენ, რომლებსაც მათთვის მომავალი მემკვიდრის მილოცვა სურდათ.
წყვილმა აბელ ტასმანის ეროვნულ პარკშიც გაისეირნა, სადაც შეკრებილ ხალხსაც გაესაუბრა.
პრინცმა ჰარიმ ერთ-ერთ გულშემატკივართან მომავალი მემკვიდრე Little Bump-ით მოიხსენია, რამაც ყველა გაახალისა.
გულშემატკივრებმა წყვილისთვის სასიამოვნო ნაციონალური სიმღერებიც შეასრულეს და პრინცმა ჰარიმ მათ მადლობა გადაუხადა.
„მოხარული ვარ რომ აქ არათუ მხოლოდ ჩემს მეუღლესთან, არამედ მომავალ მემკვიდრესთან ერთად ვიმყოფები“ - აღნიშნა მან.