შინეიდ ო’კონორმა რელიგია კვლავ შეიცვალა

შინეიდ ო’კონორმა რელიგია კვლავ შეიცვალა

რამდენიმე დღის წინ, 51 წლის  ირლანდიელმა სიმღერების ავტორმა და მომღერალმა - შინეიდ ო’კონორმა, რომელმაც განსაკუთრებული წარმატება პრინსის სიმღერის „Nothing Compares 2 U“ ქავერ-ვერსიით მოიპოვა, განაცხადა, რომ ისლამი მიიღო.

მომღერალმა ჩადრით გადაღებული კადრიც გააზიარა და მუსლიმებს მადლობაც გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ. შინეიდმა ახალი რელიგიის საპატივცემულოდ, სახელიც შეიცვალა და შუჰადა გახდა.

თუმცა გადაწყვეტილება  მალევე შეცვალა და როგორც Irelandoncraig.com-ით გახდა ცნობილი, მან ინდუიზმი მიიღო.

აღნიშნული არჩევანი კი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ მუსლიმები სმას მიუღებლად თვლიან, შინდეიდს კი არ სურს საკუთარ თავს მსგავსი შეზღუდვა დაუწესოს.

„იცოდით რომ ეს ხალხი არ სვამს? რატომ არავინ მითხრა რომ მუსლიმები არ სვამენ?  სერიოზულად, ვიცი რომ მენტალური პრობლემები მქონდა, მაგრამ  ღმერთს ვფიცავ, ჯერ ასეც არ გავგიჟებულვარ“ - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ არასტაბილურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და გასულ წელს მან ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც თვითმკვლელობის სურვილზე ისაუბრა.