Life&Style-ის ცნობილი გამოცემა ამჯერად დემი მურისა და ქეით მიდლტონის უმცროსი ძმის - ჯეიმს მიდლტონის ურთიერთობით დაინტერესდა, როგორც აღმოჩნდა, 55 წლის მსახიობს ჯეიმსთან მცირე პერიოდში განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
როგორც წყაროდან ირკვევა, დემიმ და ჯეიმსმა ერთმანეთი პრინცესა ევგენიას ქორწილში გაიცნო.
უცხოური წყაროების თქმით, წყვილი ერთმანეთს კარა დელევინმა გააცნო, რომელიც დემის ქალიშვილის - რუმერის უახლოესი მეგობარია.
„მათ დიდხანს ისაუბრეს და საკონტაქტო ინფორმაციაც გაცვალეს. დემიმ ჯეიმსი უკვე დაპატიჟა ლოს-ანჯელესში“ - აღნიშნულია წყაროში.