ფაქტია, რომ ექიმთან მისვლამდეც კი ვიცით, რომ უკან მედიკამენტების ვრცელი სიით დავბრუნდებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არტერიული წნევა გვაწუხებს, სულ მცირე, ორი მედიკამენტის რეგულარული მიღება მაინც დაგვჭირდება, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ მკურნალობამ შეიძლება არატრადიციულ პირობებში ჩაიაროს და მაგალითად, წნევის დასაწევად წამლის დალევა არ გახდეს საჭირო ?
წარმოგიდგენთ 4 ინოვაციურ დანიშნულებას, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმები თავის პაციენტს უწერენ.
1. თამაში
ამერიკის შეერთებულ შტატებში ექიმები ბავშვებს მეტ სათამაშო დროს უწერენ, იმისთვის, რომ მათ სათანადოდ შეძლონ ენასთან და მოლაპარაკებასთან დაკავშირებული უნარების განვითარება.
2. ბუნება
შოტლანდიელ ექიმებს ახლა შეუძლიათ, რომ საკუთარ პაციენტს დანიშნულების სახით ბუნებაში დროის გატარება გამოუწერონ, რათა დაეხმარონ პაციენტებს, რომლებსაც დეპრესიის ნიშნები აღენიშნებათ. ამ ქვეყანაში ბუნებაში მეტი დროის გატარებას უნიშნავენ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც დიაბეტი აქვთ. ექსპერტების განმარტებით, ბუნებაში ყოფნა არტერიულ წნევასა და გაღიზიანებადობას ამცირებს.
3. მუზეუმები
კანადელი ექიმები თავის პაციენტებს მუზეუმებში გზავნიან, რათა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს დაეხმარონ. არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნების ნიმუშების თვალიერებისას ორგანიზმში სასარგებლო ჰორმონები გამოიყოფა.
4. გამოცხობა, ცეკვა, ხატვა და იოგას გაკვეთილები
გაერთიანებულ სამეფოში ახლა პაციენტებს მკურნალობის მიზნით სხვადასხვა სახის აქტივობას უნიშნავენ. განსაკუთრებით იმისთის, რომ პაციენტები მარტოობას გაუმკლავდნენ და კეთილდღეობა გაიუმჯობესონ.
მკურნალობის ეს ინოვაციური მეთოდები შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანებმა ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ.