სკანდალი: გუფის ღამის კლუბში ნეკნები ჩაუმტვრიეს

სკანდალი: გუფის ღამის კლუბში ნეკნები ჩაუმტვრიეს

ქეთა თოფურიასთვის და რეპერი გუფისთვის ეს ვიქ-ენდი უიღბლო აღმოჩნდა. წყვილი ღამის კლუბიდან პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში მოხვდა. რუსული გამოცემების ცნობით, რეპერი გუფი ღამის კლუბის სცენაზე სცემეს.

წყვილი პოლიციის განყოფილებაში შაბათს ღამით მივიდა და საჩივარი შეიტანა.

რეპერის ადვოკატის განცხადებით, გუფის დამტვრეული აქვს ნეკნები, მან მიიღო ტვინის შერყევა და ფულადი დანაკარგი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი ჯგუფ Кузнецкого сквада -ის წევრის დაბადების დღეზე მოხდა, სადაც სტუმრად იმყოფებოდა რეპერიც ქეთა თოფურიასთან ერთად.