უმნიშვნელო დეტალებსაც კი შეუძლიათ მამაკაცებში რომანტიკული გრძნობები აღძრან. შეიარაღდით, რათა საჭირო დროს გამოიყენოთ...
როცა აცინებთ - ნუ გგონიათ, რომ კარგ გუნებაზე მხოლოდ მამაკაცმა უნდა დაგაყენოთ. ზოგჯერ მათაც სჭირდებათ ადამიანი, რომელიც გააღიმებთ, განწყობას გაუუმჯობესებთ.
როცა მის მხარზე გეძინებათ - ეს რომანტიკულია. მან შეიძლება თავი რაინდადაც იგრძნოს, რომლის მხარზეც პრინცესას ჩამოეძინა.
როცა თქვენ გვერდით იღვიძებს - რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, რომ დილით საყვარელი ადამიანის გვერდით გაიღვიძო?..
პირველი დღე, როცა მთელი დღე ერთად საწოლში გაატარეთ - როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, თუ 24 საათს გაატარებთ ერთად და ერთმანეთი არ მოგბეზრდებათ, უკვე შეგიძლიათ ურთიერთობას სერიოზული უწოდოთ.
ხანგრძლივი განშორება გაახლოებთ - მამაკაცებსაც ახასიათებთ მონატრება და მათაც სურთ საყვარელი ადამიანის ჩახუტება.
როცა ამხნევებთ რთულ მომენტში - იმის გააზრება, რომ მარტო არ ხარ და ვიღაც შენზე დარდობს, მამაკაცს დიდ ძალას აძლევს.
კამათის შემდეგ - თუ შერიგდებით, ეს მისთვის იმის მიმანიშნებელია, რომ მზად ხართ სირთულეების დასაძლევად და ურთიერთობის განვითარებისთვის. ეს კიდევ უფრო გაამყარებს გრძნობებს თქვენ მიმართ.
როცა ერთად ბედნიერად ატარებთ დროს - სახლში დარჩენა და ფილმის ყურება ან ტურისტულ ლაშქრობაში წასვლა, ნებისმიერი პატარა თავგადასავალი კიდევ უფრო გაახლოებთ ერთმანეთთან.