ცნობილი ქართველი მომღერალი - ქეთა თოფურია, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და ჯგუფ A Studio-ს სოლისტია, საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებშიც და პოპულარული ინფლუენსერიც გახდა. გუშინ მან რამდენიმე საკუთარი კადრი გააზიარა და საზოგადოებას იმის შესახებაც უამბო, თუ რას თვლის ის ბედნიერებად.
„ადამიანები ფიქრობენ, რომ ბედნიერებაა, როცა ყველაფერი კარგადაა, აბსოლუტურად ყველაფერი... ბედნიერებაა, როცა გყავს ადამიანი, რომელსაც შეგიძლია უამბო რა დაგესიზმრა.. რომელზეც ფიქრობ, როცა მარტო ხარ.. რომელიც ფიქრობს შენზე.
ბედნიერებაა, როცა გაქვს სახლში და ერთი სული გაქვს დღის ბოლოს იქ დაბრუნდე. ბედნიერებაა, როცა სულიერად მშვიდად ხარ... როცა შენი შვილი კარგი ადამიანი იზრდება..
როცა შეგიძლია გათენებით დატკბე.. ბედნიერებაა, როცა ყოველგვარი მიზეზის გარეშე გირეკავენ.. ესაა უბრალოდ ნეგატივის არარსებობა..
საერთო ჯამში ბედნიერება ბევრ დეტალს მოიცავ, ჩვენ კი გამუდმებით მას ველოდებით ისე რომ არც ვიცით მისი პოვნა რომ ბევრ რამეში შეგვიძლია“ - დაწერა მან.