21 წლის ფრანგი მოდელი - ტინა კუნაკი, ცოტა ხნის წინ, ცნობილ მსახიობზე - ვენსან კასელზე დაქორწინდა და წყვილის აღნიშნულმა სიახლემ საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა.
გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნაკი შესაძლოა ორსულად იყოს, რაც ინსტაგრამზე მის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ გამოიწვია.
უცნობია ის, თუ ვინ არის სურათზე გამოსახული პატარა, გულშემატკივრების ნაწილი თვლის რომ ეს თავად მოდელის ბავშვობის ფოტოა, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ფოტოთი მოდელს გარკვეული მინიშნების მოცემა სურდა.
მოგვიანებით ტინამ კიდევ ერთი სურათი გაუზიარა გამომწერებს, ნახატზე დედა-შვილია გამოსახული, რამაც ჭორებს კიდევ უფრო დიდი ბიძგი მისცა.