სამეფო ოჯახის წევრები საზოგადოებაში ყოველთვის გაძლიერებული დაცვის ქვეშ ჩნდებიან, თუმცა არსებობს გარკვეული დეტალები, რომლებსაც საზოგადოებამ მხოლოდ ახალახანს მიაქცია ყურადღება.
როგორც აღმოჩნდა, მეგან მარკლის პირადი დაცვის წევრი ქალბატონია და მასზე აქცენტი გასულ დღეს, ფიჯიზე სტუმრობის დროს გაკეთდა.
ქალბატონმა მეგანი ხალხის გადამეტებული რაოდენობის გამო ადგილიდან ნაჩქარევად გაიყვანა.
როგორც აღმოჩნდა, მდედრობითი სქესის დაცვის წევრი ქეით მიდლტონსაც ჰყავს და ტაბლოიდებმა მასზე აქცენტი გუშინდელი ინცინდენტის შემდეგ გააკეთეს.