AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
ამას წინათ ერთ ერთ საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე ცნობა ვთხოვე სასამართლოსთვის რომ საკუთარი პრობლემები უფრო მეტად დამაჯერებელი და არგუმენტირებული ჰქონოდა…
არ არის პრობლემაო, და ორ კვირაში ისევ მომადგა…
არ იფიქროთ, ეს ცნობები რომელიმე შპს-დან ან ეჯო-დან მოიპოვა, ყველა ცნობა სამინისტროსია და მინისტრების თუ არა მათი მოადგილეების ხელმოწერითაა…
ჩემთვის ჩავილაპარაკე: აი ამას, მიშას დროს ვერ გააკეთებდი თავი რომ მოგეკლა მეთქი.
პასუხი: ჰოდა მაგიტომაც მოვუ---ნით კეთილებიო
შევარდნაძის დრო გამახსენდა: ერთხელ, ამერიკის კონსული ბატონი ერიკი დამენიძლავა, რომ საქართველოში მამაკაცები ორსულდებოდნენ და ამის დასამტკიცებლად რამდენიმე დღის ვადა ითხოვა. ერთი კვირის შემდეგ IOM-ის ოფისიდან მირეკავს ბატონი მარკ ჰულსტი და მეუბნება სიურპრიზი მაქვს, 4 საათზე საელჩოში მოდი ერიკი გველოდებაო . (ნეტავ ფეხი მომტეხოდა)