აშშ-ის ლატარიაში $1.6 მლრდ-იანი ჯეკპოტი გათამაშდა

აშშ-ის ლატარიაში $1.6 მლრდ-იანი ჯეკპოტი გათამაშდა

შეერთებულ შტატებში „მეგა მილიონის“ ლატარიაში $1.6 მლრდ-ს ოდენობის ჯეკპოტი გათამაშდა, რაც ყველა დროის რეკორდია.

მომგებიანი ბილეთი სამხრეთ კაროლინაში გაიყიდა, მისი იღბლიანი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. გადასახადების გადახდის შემდეგ მას $904 მლნ დარჩება.

ჯეკპოტის ოდენობა იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ გათამაშებისთვის 280 მილიონი ბილეთი გაიყიდა.

28; 70; 5; 62; 65 - ეს მოგებული ბილეთის რიცხვებია.