ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ცნობილი გამოცემის - “The Sun”-ის ყურადღების ცენტრში ამჯერად ანჯელინა ჯოლი მოექცა, როგორც ტაბლოიდი იუწყება შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან  - ბრედ პიტთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსახიობის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება.

ინსაიდერის თქმით, ანჯელინამ წონაში კვლავ შესამჩნევად დაიკო, რის გამოც მას სამოსის შერჩევისასაც კი პრობლემები ექმნება.

„მას ხშირად აცვია შვილების - შაილოსა და ზაჰარას ზედატანები თუ ჯინსები, როდესაც მსახიობი მათ სამოსს ყიდულობს, იმავე სექციაში საკუთარი ზომის ტანსაცმელსაც იღებს, რადგან მან წონაში დრამატულად დაიკო“ - წერია სტატიაში.

დაახლოებული წყაროს თქმით, ანჯელინა ცუდად იკვებება და საჭირო ვიტამინებს არ იღებს, რაც ჯანმრთელობის ბალანსს არღვევს.

ბევრის თქმით მსახიობი არასაკმარისადაა ფოკუსირებული კვების რაციონზე, რადგან ემოციურად არის განადგურებული და შემაშფოთებლად გამოიყურება.

წყარო იუწყება, რომ მსახიობის ამჟამინდელი წონა დაახლოებით ორმოცი კილოგრამია, რაც 1.69 სმ. სიმაღლის ქალბატონისთვის შემაშფოთებლად მცირეა.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ანჯელინა ცდილობს ცხოვრება ჩვეულ რიტმში განაგრძოს და ამჟამად ფილმზე - "Come Away"-ზე მუშაობს, რომლისთვისაც თმის ფერიც შეიცვალა.