მელანია ტრამპს ჩაცმულობის გამო საზოგადოება დაუპირისპირდა

მელანია ტრამპს ჩაცმულობის გამო საზოგადოება დაუპირისპირდა

გასულ კვირას, აშშ-ის პირველი ლედი - მელანია ტრამპი ოფიციალური სოლოვიზიტით აფრიკას ესტუმრა და პირველი დღისთვის ლეოპარდის პრინტით გაფორმებული ფეხსაცმელი და ყავისფერი მოსასხამი მოირგო.

რამდენიმე დღის წინ კი, პირველი ლედი კენიაში თეთრი ფერის პერანგითა და ქუდით გამოჩნდა.

კრიტიკა სწორედ აღნიშნულმა ქუდმა გამოიწვია, რადგან ის ევროპული კოლონიზაციის სიმბოლოდაა აღიარებული და აფრიკელების ექსპლუატაციის ასოციაციას იწვევს საზოგადოებაში.

სოციალურ ქსელებში მელანიამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა და მან გადაწყვიტა ამაზე კომენტარიც გაეკეთებინა.

„მე მსურს, ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ იმას, რას ვაკეთებ და არა იმას, თუ რა მაცვია“ –განაცხადა მან.

ვიზიტს კურიოზის გარეშეც არ ჩაუვლია, როცა პატარა სპილომ გადაწყვიტა პირველი ლედის მიახლოებოდა.