პოლიციამ პარიზში ბარბეს-როშეშუარის მეტროსადგურზე ყასბის დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა, რომელიც გამვლელებს თავდასხმით ემუქრებოდა. მუქარამდე ცოტა ხნით ადრე, მამაკაცი გამველებს სიგარეტს სთხოვდა.
ამ ფაქტს ორი პოლიციელი შეესწრო, რომლებმაც თავდამსხმელის ნეიტრალიზირება შეძლეს. დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.
დაკავებული მამაკაცს წარსულში მრავალრიცხოვანი დანაშაულები აქვს ჩადენილი და ის აქამდეც ჰყავდა პოლიციას დაკვირვების ქვეშ.