პროფესორი კინტრაია, რომელმაც ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა, არჩევნებში ხმას არ აძლევს

პროფესორი კინტრაია, რომელმაც ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა, არჩევნებში ხმას არ აძლევს

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც "ოცნების" მზარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს 20 000 ლარი შეწირა, ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლას აპირებს, თუმცა ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამიკავშირდა, ისინი ვისაც ჩემზე გული შეტკივა და მაფასებს. მათ შორის ისეთებიც ძალიან დიდი ხანი რომ არ მინახავს. მათ მიერ დასმული კთხვები გავაერთიანე და მინდა ყველას ერთად გავცე პასუხი:

1. პრეზიდენტის არჩევნებზე ვაპირებ მისვლას? - ვაპირებ

2. ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ? - არა

3. ვის მივცემ ხმას? - დაველოდები საარჩევნო კომპანიის დამთავრებას და მერე გადავწყვეტ. ჯერ დრო ბევრია

4. ამას გულწრფელად ვამბობ? - დიახ

ამ სტატუსს ჩემი მეგობრებისთვის ვწერ. გამგები გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს კიდე, ყველას შეგე წიოთ უფალი", - წერს პროფესორი.