ვაკა გორგილაძე:

ვაკა გორგილაძე: "გახარია და სამინისტრო ნაცმოძრაობას სიტუაციის არევის შესაძლებლობას არ აძლევს"

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ როგორც ინსტიტუციურ, ისე პიროვნულ საფრთხეს წარმოადგენს:

„სააკაშვილისთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გიორგი გახარია ინსტიტუციურ და პიროვნულ საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ გახარია და მისი სამინისტრო არ აძლევს მათ სიტუაციის არევის შესაძლებლობას და საშუალებას. ეს მშვენივრად ესმის სააკაშვილსაც და მის მოძრაობასაც. ამით არის განპირობებული ის, რომ საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ, მიზანდასახულ, მიზანმიმართულ კამპანიასთან, რომელიც მიზნად ისახავს გახარიას დისკრედიტაციას", - განაცხადა ვაკა გორგილაძემ.