"გავყიდე სახლი და თანხა შევწირე პარტიას, ყველაფერს გავაკეთებს, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ გახდეს"

"ნაციონალურ მოძრაობის" შემწირველებს შორის ყველაზე დიდი ოდენობის თანხა ძმებმა, დავით და ირაკლი კირკიტაძემ გაიღეს. თითომ პარტიას 60 000 ლარი შესწირა.

"რამდენიმე თვის წინ მე გავყიდე ჩემი საცხოვრებელი სახლი თბილისში, დიღმის მასივში. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი და დარწმუნებული ვარ ყველა პატრიოტი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს. არ დატოვეს არცერთი ადგილი, ავტობუსი, გაჩერება, გარე ბილბორდები, ყველგან განათავსეს რეკლამები ივანიშვილმა და მისმა დამქაშებმა.

"რაც შეეხება ჩემ ძმას, ის არის დამოუკიდებელი ადამიანი, მას თავისი შემოსავალი აქვს და ძალიან მიხარია რომ ისიც არის ჩემ აზრზე და გადადგა მსგავსი ნაბიჯი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ერის ინტერესების მოღალატე ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, მე პირადად ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა .დავით კირკიტაძემ "ინფო რუსთავთან".