ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ლანჩხუთში მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენაზე, განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართულად ვერ მეტყველებს და ვერ გვაგებინებს რა უნდა.
"თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება "ოცნებამ" თავისი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიყვანოს, ეს არის უკუსვლა, არ ვუსურვებ საქართველოს ამას, ის არის ქართველი? არ არის. მან საქართველო იცის მოყოლით, ის ვერ მეტყველებს ქართულად, არ არის ამ ქვეყნის პატრიოტი. თქვა, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი რუსეთთან, მის დაწერილ წიგნს იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ სასამართლოებში. ეს უკუსვლა უნდა მორჩეს და იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ამის ილუზიცა, გადახედეთ მის ბიოგრაფიას, ვერ ნახავთ ხელისმოსაკიდებელს რის გამოც შეიძლება მივცეთ ხმა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.