მომღერალმა ბექა ბროლაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შოუ-ბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა და მსმენელს ახალი კლიპი შესთავაზა.
კლიპის პრემიერა ბექა ბროლაძის დაბადების დღეზე, კარაოკე "მუშტაიდში" გაიმართა, სადაც საღამოს წამყვანი თამუნა მუსერიძე იყო, რომელმაც სტუმრების განწყობაზე მან ქართველ მომღერლებთან ერთად იზრუნა.
ბექა ბროლაძის ახალი სიმღერის "მხოლოდ შენ" ავტორი, ცნობილი და ყველაზე წარმატებული თანამედროვე კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია.
რაც შეეხება ვიდეორგოლს, კლიპი ცნობილმა კინოდოკუმენტალისტმა თათა მეტივიშვილმა გადაიღო. მასთან ერთად კლიპზე იმუშავა ცნობილმა ფოტოხელოვანმა თამუნა ტაბატაძემ და სალომე საღარაძემ.
ქართული შოუ-ბიზნესური ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და კლიპის მთავარი შინაარსი სასიყვარულო ამბავი იყო. სამაგიეროდ, უჩვეულო გახლდათ კლიპის გადაღების ადგილი იყო, ბექამ არც მეტი არც ნაკლები ვიდეორგოლი წყლის ქვეშ გადაიღო.