ბათუმში 9 დღის განმავლობაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობდა, ოლიმპიადა გუშინ დასრულდა. დახურვის ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა.
აღნიშნულ ქმედებას წინ უძღოდა რუსეთის დელეგაციის მიერ სასაჩუქრე დროშების დარიგება, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში არ იყო აღნიშნული.
„არის საკითხები, სადაც ვიქნებით ბოლომდე პრინციპულები და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ყველამ უნდა იცოდეს, რომ მომავალში ნებისმიერი უხერხულობა და გაუგებრობა თავიდან იქნას აცილებული,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.