„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმე - ნატო ჩხეიძის დაკითხვა სასამართლოში გუშინ გვიან ღამით დასრულდა.
ჩხეიძის თქმით, მან გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილი ითანამშრომლებს გამოძიებასთან და ყველა კითხვას პასუხს გაცემს.
„მივაწოდე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამ დიდ საქმეში ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშრებით, მნიშვნელოვანია იმ მანქანის მარკა და ნომერი, კონკრეტულად თიბისი ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით, ზაზა ოქუაშვილი აპირებს, რომ საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლოს. გამოძიებისთვის, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ზაზა ოქუაშვილის პასუხები და არა მისი ფიგურა. მან გააკეთა განცხადება და მეც ვეთანხმები, რომ დაცული არ არის მისი უსაფრთხოება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც წესით, სრულიად არ ეხება ეს საკითხი, პროკურატურას ტელეეკრანიდან პირდაპირი მესიჯი მისცა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო“, - განაცხადა ჩხეიძემ.
ჩხეიძის თქმით, ზაზა ოქუაშვილს ფარულიჩანაწერების ჩაწერასთან და გავრცელებასთან კავშირი არ აქვს:
„ვერანაირ ვარაუდს ვერ გამოვთქვამ ვის უნდა გაევრცელებინა ან ჩაეწერა ეს ჩანაწერები, თუმცა უტყუარად ვამბობ, რომ ზაზა ოქუაშვილს ამასთან კავშირი არ აქვს. ოქუაშვილის ინტერესებში შედის, რომ ამხილოს დღევანდელი ჩრდილოვანი მმართველობა და ეს ინტერესები, ალბათ საქართველოში ნაკლებად, მაგრამ ლონდონში ბოლომდე იქნება დაცული“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.