დები უიბგემი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დიზაინერი გახლავთ, რომლის ნამუშევრების მინიმალური ფასი 10 მილიონი დოლარი გახლავთ
სწორედ დები უიბგემი გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტორტის შემქმნელი - არაბი პატარძლის ფორმის ტორტის ღირებულება 67 მილიონი დოლარია.
ადამიანის სიმაღლის ტორტი 2018 წლის Dubai Bride Show-ზე წარმოადგინეს. 120 კილოგრამიანი დესერტი მთლიანად არ იჭმევა, რადგან პატარძლის მორთულობაში 200 000 დოლარის ბრილიატი შედის.
პრეზენტაციის შემდეგ ლულვა დაჭრეს და Dubai Bride Show-ს სტუმრებს მიართვეს.
დები უიბგემის კიდევ ერთი შედევრი კიმ კადაშიანის ფორმის ტორტი გახლავთ, რომელსაც პატარძლისგან განსხვავებით, მოკრძალებული ფასი ადევს. მისი ღირებულება „სულ რაღაც“ ერთი მილიონი დოლარია.