მამაკაცის 7 ფრაზა, რომელსაც წონასწორობიდან გამოჰყავს ქალი

მამაკაცის 7 ფრაზა, რომელსაც წონასწორობიდან გამოჰყავს ქალი

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში მისი ქმარი შემოდის და წარმოუდგენლად აფსურდულ კითხვას სვამს. მე გულიანად გამეცინა, მეგობარმა კი ამოიოხრა. როცა ქმარი სამზარეულოდან გავიდა, მითხრა: "ყველა კაცი ერთნაირია!"

დარწმუნებული ვარ, დღეს უამრავი მამაკაცი ამოიცნობს საკუთარ თავს, ქალები კი მხარს დამიჭერენ - წონასწორობიდან გამოვყავართ, თუნდაც უკვე მიჩვეულნი ვიყოთ ამ ყველაფერს.

როგორც იტყვი

შეგიძლია ხმის ჩახლეჩამდე უმტკიცო, რომ ეს მაიონეზი მავნეა ან ეს შარვალი პატარა გაქვს. საპასუხოდ კი მიიღებ: "როგორც იტყვი", რაც მათ ენაზე ნიშნავს: "წადი შენი..."

სად არის ჩემი წინდები

არაფერია ყოფით უსუსურობაზე უარესი. სად არის ჩანგალი? - იქ, სადაც ყოველთვის იყო. რას შევჭამთ დღეს? - შეიხედე მაცივარში. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი, როცა 10 წელია ერთად ცხოვრობთ და ამ დროის განმავლობაში ნივთები ადგილებს არ იცვლიან.

არ ვიცი/ჩემთვის სულერთია

შესანიშნავი პასუხები ნებისმიერ რამეზე. ფრაზები, რომლებიც მათ მართლა პასუხი ჰგონიათ და არა თავიდან აცილების საშუალება.

სად წავიდეთ/რას ვაკეთებთ დღეს

მამაკაცი იღვიძებს დილით კარგ გუნებაზე, სურს, საყვარელ ქალს ასიამოვნოს, მაგრამ ფანტაზიაში ცოტა მოიკოჭლებს.

ვნახოთ/გადავწყვიტოთ

1 საათია უხსნი, უმტკიცებ, ეძებ გადაწყვეტილებას, ის კი ჩუმადაა და ბოლოს ამოღერღავს: "ვნახოთ..."

თუ არ მოგწონს...

მამაკაცების კიდევ ერთი მცდელობა, არ მიიღონ გადაწყვეტილება და ამასთან, ვითომ არ გაწყენინონ. არადა, ჩვენ პირდაპირი და გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე მამაკაცები მოგვწონს.

დუმილი

შეეკითხე რაღაც, გაიმეორე, საპასუხოდ კი - სიჩუმე. რაღაცას უყვები, გსურს, რჩევა მიიღო მისგან, რეაქცია - ნული. ისტერიკაში რომ ვარდები, გეუბნება: "მე ვფიქრობ". გადასარევი რეაქცია და ოპერატიულობაა, ვერაფერს იტყვი.