თამარ ჩერგოლეიშვილი:

თამარ ჩერგოლეიშვილი: "ნიკა გვარამიას განცხადებები სალომე ზურაბიშვილს აძლიერებს"

"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "რუსთავი 2"-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ის იმუქრება.

"ბოლშევიკური რევანშიზმი არის ისეთივე მიუღებელი, როგორიც სალომე ზურაბიშვილი, და ბუნებრივია ნიკა გვარამიას განცხადებები აძლიერებს სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ რომ ადამიანებს, ამომრჩეველს არ ემუქრები, ის ადამიანები არიან სისტემის მსხვერპლები, მათი უმეტესობა. ის მეან-გინეკოლოგები, ვინც სალომეს ფული შეწირეს, ისინი იმსახურებენ სისტემისგან გათავისუფლებას და არა მუქარას.

"უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში ის ვითარება, სადაც არჩევნების წაგება იქნება ჩვეულებრივი ამბავი და ხელისუფლების მხარდამჭერებს არ მოუწევთ გადახვეწა შორეულ ქვეყნებში იმისთვის, რომ შურისძიებას თავი დააღწიონ". - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ნიკა გვარამია აზრით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდოდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან უნდა გააძევონ.