ორი დღის წინ, პრინცი ჰარი მეუღლესთან ერთად სასექსს სტუმრობდა და ვიზიტის ფარგლებში, უამრავ ახალგაზრდას შეხვდა. გულშემატკივრებს შორის უამრავი სკოლის მოსწავლე იყო, რომლებმაც ჰერცოგს უამრავი შეკითხვა დაუსვეს.
ბავშვებმა გადაწყვიტეს ჰარისთვის თავი ცეკვის მოძრაობებით მოეწონებინათ, რომლებიც კომპიუტერული თამაშების ქსელის Fortnite-ისგან აითვისეს.
თამაშები, რომლებიც ამ ქსელშია ატვირთული, ძლიერ დამოკიდებულს ხდის ბავშვებს და ასაკობრივი ლიმიტიც 12 წელია.
შესაბამისად, ჰარი დაინტერესდა პატარა გულშემატკივრების ასაკით და როცა გაარკვია, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი ოთხი წლისაც კი გახლდათ, უკმაყოფილება ვერ დამალა.
„რა დაემართათ მშობლებს? თქვენ ნამდვილად არ უნდა თამაშობდეთ Fortnite-ს“ - აღნიშნა ჰარიმ.