‘ნიკა გვარამიას პანიკური ფაშიზმი”

‘ნიკა გვარამიას პანიკური ფაშიზმი”

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის ფაშისტური მოწოდება ფეისბუქ საზოგადოების ნაწილმა და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაგმეს. საკითხი ეხება მის ფეისბუქ პოსტს, სადაც გვარამია სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებს და ამბობს, რომ ყველას, ვინც მას უჭერს მხარს უნდა დაიმახსოვრონ და შეავიწროვონ.

გვარამიას პოსტს ეხმიანება ბლოგერი ლევან გობრონიძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს.

“ბევრი ითმინა თუ ცოტა, ნიკა გვარამიამ პანიკური ფაშიზმის სიმპტომები გამოავლინა. დავიმახსოვროთ, შევავიწროვოთ, განვდევნოთ… დარწმუნებული ვარ მის ხელში რომ იყოს ხელისუფლება მხოლოდ ამ ფორმებით არ შემოიფარგლებოდა და არც ზურაბიშვილის მხარდამჭრების დახვრეტაზე იტყოდა უარს, გაზის კამერებში შეშვებასაც სიამოვნებით უყურებდა და შესაძლოა პირდაპირ ეთერშიც კი გადაეცა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს საქმე არც ისე კარგად არის, რომ სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში ასეთი ინტენსივობით ჩაერთო ნაც.მოძრაობა, მისი მარჯვენა-მარცხენა ფრთა და ტელევიზია. დავალება მიღებულია და მას შესრულება უნდა. გვარამიამ ჯერ წიწაკების ჭამის იაფფასიანი კამპანია წამოიყო, რომელმაც არ გაამართლა და მხოლოდ ათიოდე მისნაირად მოაზროვნე ინდივიდმა შეძლო ამ მწარე დავალების შესრულება. შემდეგი ეტაპი იყო ყაჩაღური დახვედრები ზურაბიშვილის შეხვედრებზე და პროვინციული წივილ-კივილი, ბოლო ეტაპი კი როგორც ვახსენე პანიკური ფაშიზმის გამოვლინებაა. 

პანიკური ფაშიზმი არ არის სამედიცინო ტერმინი, თუმცა ის, რასაც ე.წ დირექტორი აკეთებს სხვა არაფერია, თუ არა ეს!” – წერს ლევან გობრონიძე.