აი, ამდენი ძროხა შეეწირება HP-ს ახალ, ტყავის ლეპტოპს

აი, ამდენი ძროხა შეეწირება HP-ს ახალ, ტყავის ლეპტოპს

ცოტა ხნის წინ HP-მ ახალი ლეპტოპი Spectre Folio წარადგინა, რომლის კორპუსიც ტყავისგან იქნება დამზადებული.

სიახლემ რამდენიმე კითხვა გააჩინა: ექნება თუ არა ლეპტოპს ტყავის სუნი? გაიცვითება თუ არა მარტივად? ხომ არ მიგვეწებება ზედ ხელი? და ბოლოს:

რამდენი ძროხა შეეწირება მის მასობრივ წარმოებას?

The Next Web-მა უხეშად გამოთვალა, რომ ლეპტოპის ზედაპირის სრული ფართობიდან (32 ხ 23.44 ხ 1.52სმ) ტყავით 1666,56სმ² ანუ 0,1666მ² იქნება დაფარული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ძროხისგან 4,75მ² ტყავს ღებულობენ, ერთი ძროხისგან 28,5 ლეპტოპი დამზადდება.

რაც შეეხება ლეპტოპების რაოდენობას: თუ მხედველობაში მივიღებთ HP-ს შარშანდელ გაყიდვებს "ტრანსფორმერი" ლეპტოპების კუთხით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლის განმავლობაში კომპანია 480 000 სპექტრ ფოლიოს გაყიდის.

რამდენი ძროხა შეეწირება წარმოებას? 16 842

მაინც რამდენია 16 842 ძროხა?

გვერდიგვერდ ამდენი ძროხის განთავსება 25 კილომეტრის სიგრძის ხაზს შექმნიდა.

სიმაღლეში ეს იგივეა, რაც 1,66 ეიფელის კოშკი.

მათი საერთო წონა 12 126 240 კილოგრამი იქნებოდა, რაც 36,4 თვითმფრინავის ეკვივალენტია.

ამდენი ძროხისგან შემდგარი ნახირი რვა რაგბის მოედანს დაფარავდა.