,,გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე, ჩაჩავას ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის ფულის შეწირვას, სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება:
,,ჩაჩავას ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის ფულის შეწირვაზე (ბევრგან შემხვდა უკვე)
ჩაჩავას ყოფილი დირექტორი არის ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი
ექიმებს არ შეუწირავთ ეგ ფული
ანუ, ყოფილმა დირექტორმა შეაწირინა თავის კოლეგა-მეგობრებს
და ეს მათი ფული არაა
პარტიის ფულია – ან ბიძინასია (რაც ნაკლებად სავარაუდოა) ან ბიზნესისთვის გამორთმეული
ბიზნესის შემთხვევაშიც, მაღალი ალბათობით ისეთი ფულია, რომელიც ამ ბიზნესს სახელმწიფო შესყიდვების რომელიმე ტენდერიდან ექნება მიღებული
ანუ ჩვენი ფულია, გადასახადის გადამხდელების
უფრო გასაგები რომ იყოს:
ჩვენ სახელმწიფო გვართმევს გადასახადებს
ეს გადასახადები თავს იყრის ბიუჯეტში
ბიუჯეტიდან ხდება ხარჯვა და დალექვა ვიღაცეების ჯიბეებში (ბიზნესი, სპორტი, კულტურა, სოფელი, განათლება, ჯანდაცვა, whatever)
იქიდან თავს იყრის პარტიის ყულაბაში
უბრალოდ არსებული რეგულაციების გამო ცოტას წვალობენ და ახლობლებს აწუხებენ შემომწირველად გაფორმებაზე
ეს იცის ყველამ, ყველა პარტიამ, ცესკო-მ, აუდიტის სამსახურმა, ჯონდიმ, გრიშამ და კუკურიმაც კი
პარტიის ყულაბა უზრუნველჰყოფს რომ პარტია დარჩეს ხელისუფლებაში და შემდეგ წელსაც გააგრძელოს 14-15 მილიარდი ლარის ხარჯვა
საიდანაც დაიწყება ახალი წრე
გაიაზრეთ?
კი, ჩვენივე ფულით გვღერძავენ
ასე იყო, ასე არის
ესაა პოლიტიკური ფულის და ძალაუფლების შენარჩუნების ანატომია ამ ქვეყანაში
და ამ და მსგავსმა სისტემებმა რომ უპრობლემოდ იმუშაოს, ყველა ხელისუფლებას სჭირდება ფარცხალაძე-პადობნი ტიპები თავისი სარდაფებით
გზაში სადმე ვინმემ რომ არ გაჭედოს და ბიუჯეტიდან მიღებული სარგებლიდან პარტიისთვის წილის დაბრუნებაზე რომ არ თქვას უარი.”- წერს ზურაბ ჯაფარიძე.