მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი- აცხადებს ნატო ჩხეიძე მთავარი პროკურატურის მიერ, დღეს გავრცელებულ განცხადებასთანდაკავშირებით. დეპუტატმა ეს განცხადება საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილი მზად არის, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
„მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად. გავა ხანი, არც თუ ისე დიდი დრო და ლონდონის სასამართლო გადაწყვეტილებით გამოჩნდება ის თუ რა ჩრდილოვანი მმართველობაა საქართველოში
ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან საქართველოს კანონებით განსაზღვრული პროცედურებით. პროკურატურისთვის საჭიროა მისი თანამშრომლობა და ის ამისთვის მზად არის“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ