თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა, ყოფილმა მოდელმა თაკო ჩხეიძემ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 6000 ლარი ხოლო მისმა მეუღლემ - 59 958 ლარი შესწირა.
თაკო ჩხეიძის მეუღლე პროფესიით დიპლომატი რუსლან აბაშიძეა.
"რეიტინგი" შეეცადა თაკო ჩხეიძესთან დაკავშირებას, მაგრამ ის ტელეფონს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, ყოფილი მოდელი და ახლა უკვე მოდის კვირეულის ორგანიზატორი, ერთ-ერთი პირველი სელებრითი იყო, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს მხარი საჯაროდ დაუჭირა.