ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი დაიკარგა, მასზე ძებნაა გამოცხადებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია “BFM TV”-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 64 წლის მენ ჰუნვეის უკვე ერთი კვირაა, ვერ უკავშირდებიან. როგორც ცნობილია, ჰუნვეი 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა.
ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეუღლემ გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში, კერძოდ, ლიონში ცხოვრობს, მდებარეობს ინტერპოლის შტაბბინა.