ზურაბიშვილი: მოვუწოდებ ყველას, აჩვენოს თქვენი ტელეარხის დირექტორს, რომ არავის არ ეშინია დღეს, დამაფინანსოს

ზურაბიშვილი: მოვუწოდებ ყველას, აჩვენოს თქვენი ტელეარხის დირექტორს, რომ არავის არ ეშინია დღეს, დამაფინანსოს

მილიონზე მეტი ლარი სამ დღეში – დაფინანსებასთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის ყველასგან მიიღოს დაფინანსება. ზურაბიშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის “ფეისბუქ პოსტის” შემდეგ, კიდევ უფრო მობილიზებულები იყვნენ და ნებისმიერი თანხით დააფინანსონ.

„მე ყველას ვთხოვე საჯაროდ, ტელევიზიით და ყველა ფორმით რაც შემეძლო. ყველასგან ვითხოვ დახმარებას, დაფინანსებას ამ კამპანიის. იმის მიუხედავად, რომ სწორედ თქვენი ტელეარხია დირექტორისა და სხვებისგან მოდის მუქარა, იმ ადამიანიების მიმართ, ვინც გაბედავს დამეხმარება და დამაფინანსებს. დღესაც მინდა ყველას მივმართო, ვისაც აქვს საშუალება და როგორი საშუალებაც აქვს სწორედ, რომ აჩვენოს თქვენი ტელეარხის დირექტორს, რომ არავის არ ეშინია დღეს, დამაფინანსოს,“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.