დოუცენ კრუზმა ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო

დოუცენ კრუზმა ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო

ნიდერლანდელი სუპერმოდელი -  დოუცენ კრუზი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურაა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. 33 წლის ქალბატონი, რომელიც Victoria Secret-ის  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანგელოზია, ყოველი გამოჩენით ახლებურ ტრენდს ამკვიდრებს.

ამჯერად მოდელმა ქართველი დიზაინერის  - თამუნა ინგოროყვას სამოსზე შეაჩერა ყურადღება და INGOROKVA-ს ბრენდის ნაქსოვი ზედატანით გამოჩნდა.

აღნიშნული ლუქით მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა  ვიკტორიას ცნობილი ანგელოზი ქართველი დიზაინერის სამოსით ჩნდება. ცოტა ხნის წინ, თამუნა ინგოროყვას სამოსი 24 წლის ამერიკელმა ტოპმოდელმა - ჯენის დილონმაც მოირგო.

მოდელმა INGOROKVA-ს ბრენდის კაბას, Balenciaga-ს მაისურიც შეუხამა.