“ომეგა ჯგუფის” ერთ-ერთი თანამშრომელი დავით თოლორდავა, რომელიც ომეგას საქმეში, ლევან ყიფიანის ეპიზოდში ფიგურირებს, არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავება იბერიასა და ომეგა ჯგუფზე ზეწოლაა.
დავით თოლორდავმ პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა და თქვა, რომ დაკითხვაზე მართლაც 2015 წლის ინციდენტთან დაკავშირებით დაიბარეს. მისი თქმით, მაშინ იარაღი საკუთარ სახლში გაუვარდა, რის შემდეგაც სახის არეში დაიჭრა.
“მხოლოდ ამ შემთხვევის გარშემო ჰქონდათ კითხვები, როგორ მოხდა გასროლა, გამივარდა, მესროლეს და ა.შ.”, - ამბობს თოლორდავა, რომელიც ზაზა ოქუაშვილის კურსელი და მეგობარია.
თოლორდავა ამბობს, რომ წლების წინ ორჯერ იყო დაბარებული გამოკითხვაზე.
მისივე განცხადებით, გამომძიებელი, რომელსაც 3 წლის წინ საქმე ებარა, უთხრა, რომ საქმე დაიხურა.
კითხვაზე შეიძლება თუ არა მისი ამჟამად დაბარება ომეგა ჯგუფის საქმეს უკავშირდებოდეს, დავით თოლორდავა აცხადებს, რომ “ეს ყველაფერს შეიძლება დაუკავშირო”.