„ოცნებამ“ სულ რომ ჩაქუჩი გვირტყას თავში, „ნაცების“ დაბრუნების შიშით უნდა ავიტანოთ? - ხუხაშვილი

„ოცნებამ“ სულ რომ ჩაქუჩი გვირტყას თავში, „ნაცების“ დაბრუნების შიშით უნდა ავიტანოთ? - ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ იგი სისხლიანი 9 წლის რიტორიკაში ჩარჩა. ეს კი პრობლემას კი არ უხსნის, არამედ უფრო უმძიმებს მდგომარეობას.

„ნაცმოძრაობა არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მაგრამ ის რომ არ უნდა დაბრუნდეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი რამ შეუძლია აკეთოს და ნებისმიერ განუკითხაობაზე წავიდეს.

ანუ რა გამოდის – „ოცნებამ“ სულ ჩაქუჩი რომ გვირტყას თავში, უნდა ავიტანოთ „ნაცების“ დაბრუნების შიშით.

ხელისუფლება გვეუბნება – რადგან მთავარი თემაა „ნაცების“ არდაბრუნება“, თუ მე რამეს არასწორად ვაკეთებ, შენ ეს უნდა აიტანო" - განიცხადა "აიპიენს" ხუხაშვილმა.