„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:
„რამდენიმე ქუთაისელის პოსტი ვნახე, პარლამენტს თუ გადაიტანთ ასე და ისეო და მაქვს ყველასთან ერთად კითხვა, მაგ პარლამენტის მშენებლობას და სააკაშვილის ახირებას რომ ერთი ოჯახის ორი წევრი - 10 წლის ნინო ჯინჭარაძე და მისი დედა, 37 წლის ეკა ცუცხვაშვილი შეეწირა, მაშინაც ასეთი ომახიანები იყავით თუ ახლა თავისუფლების ტკბობით გაბლატავდით?!!!“ - წერს ლატარია.