"ისევ სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა" - ოქუაშვილი ლევან ყიფიანზე

ზაზა ოქუაშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის განცხადებას ეხმიანება. დღეს ლევან ყიფიანმა სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, "ომეგა ჯგუფის" საქმესა და გახმაურებულ სკანდალურ ჩანაწერებზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ ე.წ. სარდაფის ეზიპოდს, სადაც ჩანაწერების მიხედვით მას ფარცხალაძე ფიზიკურად გაუსწორდა, ადგილი არ ჰქონია. ჩანაწერებს ლევან ყიფიანმა ზაზა ოქუაშვილის გეგმის ნაწილი უწოდა.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ამბობს, რომ სკანდალური ჩანაწერების გახმაურების შემდეგ, ყველა ელოდა მთავრობისგან ნაბიჯებს და ლევან ყიფიანის განცხადებებიც ამ სპექტაკლის ნაწილია.

„ყველა ელოდა რაღაცას, რაც იქნებოდა დადგმული მთავრობის მიერ და ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვნახეთ ნამდვილი სპექტაკლი. სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ისევ ახლად, ასეთი გამომეტყველება ჰონდა მას, შეშინებული“, - განაცხადა ოქუაშვილმა.