ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს

ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი აპირებს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს უჩივლოს.

როგორც სასამართლოში ლევან ყიფიანის გამოკითხვის შემდეგ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ მიღებული, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით აპირებს ჩივილს ყიფიანი, თუმცა სპორტის ყოფილი მინისტრი საჩივრის შეტანას აუცილებლად გეგმავს.

„ზაზა ოქუაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც თქვა, რომ ერთჯერადად მოხდა თანხის გატანა. ბანკიდან სამჯერ მოხდა თანხის გატანა. სხვადასხვა დღეს მოხდა. 16 აპრილი იყო, თუ არ ვცდები, როდესაც პირველად მოხდა თანხის გატანა. ის, რა მოცემულობაც ბატონმა ლევანმა წარმოადგინა, არის, რომ ჩანაწერების რაღაც ნაწილი ერთობლივად იქნა შექმნილი. ის ნაწილიც, რომელიც ერთობლივად იქნა შექმნილი, დამონტაჟებულია, რაღაც ხმის დადებაა“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, დღეისათვის მის ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ყიფიანის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.