გადამუშავებული ხორცის მიღება მკერდის კიბოს რისკს ზრდის

გადამუშავებული ხორცის მიღება მკერდის კიბოს რისკს ზრდის

გადამუშავებული ხორცის მიღება, ისეთების როგორებიც არის: სოსისი, ბეკონი ან ლორი, მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის. ამის შესახებ ახალ კვლევაში წერია, რომელზეც ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამ საკვების რეგულარულ მომხმარებლებში მკერდის კიბოს განვითარების რისკი სხვებთან შედარებით 9%-ით მეტია. კვლევის შედეგები 1.2 მილიონ ქალზე დაკვირვებას ეყრდნობა.

კვლევას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში, რომლის თანახმადაც გადამუშავებულ ხორცს სხვადასხვა სახის კიბოს გამოწვევა შეუძლია.

კვლევისას ბევრ შეკითხვაზე პასუხი ვერ გასცეს, მაგალითად პირდაპირი კავშირი გადამუშავებულ ხორცსა და მკერდის კიბოს შორის ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის.