“ფეისბუკის” გატეხილი ანგარიშები „დარკნეტ“-ში იყიდება

“ფეისბუკის” გატეხილი ანგარიშები „დარკნეტ“-ში იყიდება

“ფეისბუკის” გატეხილი ანგარიშები „დარკნეტ“-ში გასაყიდად არის გატანილი. ამის შესახებ გაზეთი "Independent" იუწყება.

რამდენიმე დღის წინ “ფეისბუკმა” განცხადება გააკეთა, რომ მათი ქსელის უსაფრთხოების სისტემაში პრობლემებია აღმოჩენილი, რაც, თითქმის, 50 მილიონ მომხმხარებელს შეეხო. კომპანიის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დამნაშავეებმა ქსელის კოდში ხარვეზით ისარგებლეს, რამაც საშუალება მისცა წვდომის მარკერები მოეპარათ. ეს კი მათ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ანგარიშებზე კონტროლის დამყარებისთვის გამოიყენეს.

გაზეთის ცნობით, მოპარული ანგარიშები „დარკნეტ“-ში იყიდება და ღირებულება 3-დან 12$-მდე მერყეობს. ყიდვა კი მხოლოდ კრიპტოვალუტის მეშვეობით არის შესაძლებელი. ისინი არალეგალურ ონლაინბაზრებზეა განთავსებული, სადაც გამოიყენება "Amazon"-ისა და "eBay"-ის მსგავსი რეიტინგების სისტემა, რათა გამყიდველების სანდოობის შემოწმება იყოს შესაძლებელი.

ამ დრომდე უცნობია, ვინ არის დამნაშავე. აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია გამოძიება.