თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ექიმებმა 55 წლის პაციენტი გადაარჩინეს.
"29 სექტემბერს, 01.30 სთ-ზე ბრიგადა 0415-ს 112-ის ოპერატორმა მორიგი მისამართი გადასცა გამოძახების ლოზუნგით - გულის შეტევა.
ადგილზე მისულ ექიმებს 55 წლის მამაკაცი დახვდათ, რომელიც არ სუნთქავდა. ელექტროკარდიოგრამის გადაღებისას კი მას გული გაუჩერდა. დაუყოვნებელი სარეანიმაციო ღონისძიებების შედეგად გულის მუშაობა აღდგა და სტაბილური სინუსური რიტმით ექიმებმა პაციენტი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩვენი ექიმების მიერ გადარჩენილი მამაკაცი ამჟამად კვლავ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს!
(ბრიგადა 0415 - უფროსი ექიმი ვახტანგ ქამხაძე, უმცროსი ექიმი გიორგი გელიტაშვილი, მძღოლი გია მანაგაძე)"- წერია განცხადებაში.