"უნ­დათ ომი?" - ახალი ბუნტი სომხეთში

მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში ვი­თა­რე­ბა ისევ და­ძა­ბუ­ლია - ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მო­წო­დე­ბით, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, ერევ­ნის ქუ­ჩებ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა. იგი პოსტს იმ იმე­დით ტო­ვებს, რომ ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ხმას მის­ცე­მენ. ფაშინიანის მტკიცებით არ­ჩევ­ნე­ბი სომ­ხეთ­ში ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ჩა­ტარ­დე­ბა.

ამასობაში ერევანში ისევ მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო. ფა­ში­ა­ნი­ა­ნის მომ­ხრე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც პარ­ლა­მენტს ალყა შე­მო­არ­ტყეს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს ითხო­ვენ. სომ­ხუ­რი ოპო­ზი­ცია კი აცხა­დებს, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ბლო­კი­რე­ბა მათი მი­ზა­ნი არ არის... თა­ვის მხრივ, პრე­მი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს და აცხა­დებს, რომ “სომ­ხეთ­ში კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­ას შან­სი არ აქვს...”

“მათ არ სურთ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რად­გან იცი­ან, რომ ისევ წა­ა­გე­ბენ, ამის დაბ­ლოკ­ვა კი, ხალ­ხის­თვის ომის გა­მო­ცხა­დე­ბაა... უნ­დათ ომი? - ხალ­ხს გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა გვინ­და, რაც ამ კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში ვერ მო­ხერ­ხდა და ამი­ტომ უნდა წა­ვიდ­ნენ. დიახ, ისე წა­ვიდ­ნენ, რომ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი აღარ ჰქონ­დეთ. რა­ტომ უნდა სარ­გებ­ლობ­დნენ მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტე­ბით? არა­ფერს და­ვუთ­მობთ, ეს კი­დევ ერთხელ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა”, - ამ­ბობს "ამბებთან" ად­გი­ლობ­რი­ვი ჰას­მიკ აბ­რა­მი­ა­ნი.