ნუკი კოშკელიშვილის ახალი დიეტა მეძუძური დედებისთვის

ნუკი კოშკელიშვილის ახალი დიეტა მეძუძური დედებისთვის

ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ორსულობის შემდეგ მომატებულ კილოგრამებზე ხშირად წუწუნებს.

ყოფილი ტელეწამყვანი აქამდე დიეტას პატარა ოლივერის გამო ვერ ახერხებდა, რომელიც დედას ბუნებრივ კვებაზე ჰყავს.

მისი ამჟამინდელი წონა 67 კილოგრამია. ნუკიმ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დიეტა გამოაქვეყნა, რომელიც მეძუძური დედებისთვისაც შეიძლება.

ნუკის დიეტა ასე გამოიყურება.

დილას იოგურტი

მოგვიანებით წიწიბურა და ვაშლი

შუა დღეს თევზი(მოხარშული)

საღამოს კიტრი (ნებისმიერი რაოდენობით) .

თევზს

ენაცვლება ხბოს ხორცი.

მოკლედ ამ დიეტაში ყველა ის ნივთიერება რაც მჭირდება რომ ვაჭამო ბავშვს.

ეს არის ჯანსაღი კვების წესი, არ ვშიმშილობ და ვჭამ. თუ გსურთ შემომიერთდეთ გელით! დღე პირველი 67 კილო.