ესპანეთში Hyperloop-ის მაღალსიჩქარიანი სამგზავრო კაფსულა წარადგინეს

ესპანეთში Hyperloop-ის მაღალსიჩქარიანი სამგზავრო კაფსულა წარადგინეს

Hyperloop-ის პირველი მაღალსიჩქარიანი სამგზავრო კაფსულა ესპანეთის ქალაქ კადისში წარადგინეს. ინფორმაცია ამ ტექნოლოგიური მიღწევის შესახებ ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

კომპანია Carbures-ის მიერ აწყობილი კაფსულა 32 მეტრი სიგრძისაა და დაახლოებით ხუთ ტონას იწონის. პირველ კაფსულას Quintero One დაარქვეს. კაფსულას საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში გადაიტანენ, სადაც უკვე კაფუსლის შიდა ინტერიერზე გააგრძელებენ მუშაობას.

Quintero One-ის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ სამი წლის შემდეგ კაფსულა მგზავრების მომსახურებისთვის მზად იქნება. ხოლო ხუთი წლის შემდეგ ის უკვე კომერციულ რეისებს შეასრულებს.

Hyperloop-ი სუპერ სწრაფი, რევოლუციური სატრანსპორტო სისტემაა, რომელზეც მუშაობა პირველად ილონ მასკმა დაიწყო. Hyperloop მგზავრებს დაბალი წნევის მქონე ფოლადის მილებში მოძრავი კაფსულებით გადაიყვანს, მისი სიჩქარე კი სამგზავრო თვითმფრინავისას გაუტოლდება. 

წარმატების შემთხვევაში Hyperloop-ი შორ მანძილებზე გადაადგილების მეთოდს სრულად შეცვლის.