„ძვირფას ქოცებს სინთეზური ხმის გამოყენებით დაუმონტაჟებიათ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები... აპირებენ წინასაარჩევნოდ გამოყრას“

„ძვირფას ქოცებს სინთეზური ხმის გამოყენებით დაუმონტაჟებიათ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები... აპირებენ წინასაარჩევნოდ გამოყრას“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აანონსებს, რომ „ქართული ოცნება“ დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს:

„ძვირფას ქოცებს სინთეზური ხმის გამოყენებით დაუმონტაჟებიათ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები მისი პარტიის წევრებთან და რამდენიმე სხვა ადამიანთან, ჩემი ჩათვლით. როგორ ყვირის, ჩხუბობს და შეურაცხყოფებს აყენებს. და აპირებენ წინასაარჩევნოდ გამოყრას.

რა სისათუთეა, საკუთარ ნამდვილ ჩანაწერებს მიხედეთ, ექსპერტიზით რომ დასტურდება მათი ნამდვილობა. და დაელოდეთ ბიძინას წარმოთქმულ ოთხ მილიონს“, - წერს ნიკა გვარამია.