"ეგღა მაკლია ულვაშიანმა, რუსეთში გამოკვებილმა სელაპმა მოიგოს”

"ქალი, რომელიც ამდენ შეურაცხყოფას ითმენს და ღიმილით შეგხვდება, ძლიერ პიროვნებად მიმაჩნია და თან ქალია და სურვილი მაქვს საქართველოს ჰყავდეს ქალი პრეზიდენტი!", - ამის შესახებ განცხადებას უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი აკეთებს.

"ბოლო თვეებში იმდენი სიბინძურე იღვრება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რომ ტელევიზორს აღარ ვუყურებ! ასევე მიუღებელია ტელევიზიების მხრიდან მარაზმატიკული და დამამცირებელი ანტირეკლამის გაშვება!

ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება ვის უჭერ მხარსო, აქამდე არ მქონდა პოზიცია დაფიქსირებული და ეხლა საჯაროდ ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს არა იმიტომ, რომ მმართველი გუნდი უჭერს მხარს, იმიტომ რომ ქალი, რომელიც ამდენ შეურაცხყოფას დაითმენს და ღიმილით შეხვდება, ძლიერ პიროვნებად მიმაჩნია და თან ქალია და სურვილი მაქვს საქართველოს ჰყავდეს ქალი პრეზიდენტი!

მისი ბანერები ვარკეთილის მეტროში გადავიღე, გუშინ მითხრეს, რომ ყველა დაზიანებულიაო და დღეს წავედი და გადავუღე სურათები! დაგლიჯეთ სურათები, ხაზეთ და ჩიჩქნეთ ბანერები - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია! ყველგან სადაც ელოდებიან ჩემს ზარს თუ ვის ვუჭერ მე მხარს, დღეს დაირეკება და ყველგან სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადებენ ნდობას!

ლამაზი ქართულით მეტყველი ბოროტი ავსულების საჯიჯგნი არაა ეს ქვეყანა! გააგრძელეთ ასეთი ამაზრზენი ბრძოლა სალომეს წინააღმდეგ და ყველგან სადაც მე ჩავალ სალომე გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით, აი, ამ შედეგებით დაგსჯით ყველას, ქალის ამ დონეზე შეურაცხყოფისთვის! ეგღა მაკლია ულვაშინმა რუსეთში გამოკვებილმა სელაპმა მოიგოს სადმე", - წერს ინგა ბერიკაშვილი.