"მკვლელებო აღარ აგარევინებთ ქვეყანას, შეგაკვდებით და უკან ვერ მოხვალთ" - დოლიძე "ნაცმოძრაობას"

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე ფეისბუქზე "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს და შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"კარგად დაგვიგდეთ ყური მკვლელებო! აღარ აგარევინებთ ამ ქვეყანას! შეგაკვდებით და უკან ვერ მოხვალთ! ვეღარასოდეს! მზად ვარ ყველაფრისთვის და მე თქვენი არც მეშინია და მეზიზღება ყველაფერი რასაც ეხებით, აკეთებთ, რადგან სიბოროტის მეტი არაფერი გამოძრავებთ! არაფერი! ამ უღირსი კამპანიითაც გეტყობათ, "ნაცებო", რომ კონტროლი გაქვთ დაკარგული! დიახ, სალომე გაიმარჯვებს და იქნება ღირსეული და კარგი პრეზიდენტი! ვისაც დღეს ქვეყნის არევა უნდა, ისაა საქართველოს მტერი! თან დაუძინებელი! წერტილი!"- წერს ქეთი დოლიძე ფეისბუქში.