ერთი რამ, რაც ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტთან ურთიერთობიდან ენატრება

ერთი რამ, რაც ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტთან ურთიერთობიდან ენატრება

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორება ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტია, რომელმაც საზოგადოებას განსაკუთრებით დასწყვიტა გული.   წყვილი ორი წლის წინ დაშორდა და დღემდე აქტიურად იწერება მათ შორის შვილების მეურვეობასთან დაკავშირებული დაპირისპირების შესახებ.

თუმცა როგორც აღმოჩნდა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დღემდე საკმაოდ მჭიდრო კავშირი არსებობს.

"Hollywood Life"-ის ცნობილი გამოცემა, სანდრო წყაროზე დაყრდნობით, ანჯელინა ჯოლის გრძნობებზე საუბრობს.

„ანჯელინას ენატრება ბრედთან ყოველდღიური საუბრები. ის განსაკუთრებულად ცდილობს ჩაშლილი ქორწინებით გამოწვეული ტკივილი განიქარვოს, მაგრამ ერთი რამ, რაც ნამდვილად გულს წყვეტს ის არის, რომ  აღარ შეუძლია მას ესაუბროს. ისინი ამჟამად მხოლოდ გარეშე პირების დახმარებით ეკონტაქტებიან ერთმანეთს“ - წერია სტატიაში.

სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ყოფილი მეუღლის ამ დამოკიდებულებას ბრედი არ იზიარებს და მან  დროთა განმავლობაში შეძლო გადაელახა ცხოვრებისეული დაბრკოლება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ხანგრძლივი განშორების შემდეგ, წყვილი პირველად შეხვდა ერთმანეთს და მათ შვილებთან დაკაშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.