სააკაშვილს ახალი რევოლუციისთვის საჭირო რესურსი არ აქვს

სააკაშვილს ახალი რევოლუციისთვის საჭირო რესურსი არ აქვს

 „მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რაც ვუთხარი შევარდნაძეს 2003 წელს. თუ ივანიშვილს უნდა რევოლუციის მიღება, ის მიიღებს რევოლუციას“, - ასე მიმართა მიხეილ სააკშვილმა ბიძინა ივანიშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერიდან.

რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანაში 2003 წლის ნოემბრის მოვლენები განმეორდეს - ამ საკითხზე „რეზონანსი“ კონსტიტუიონალისტ ვახტანგ ხმალაძეს გაესაუბრა.

ვახტანგ ხმალაძე: არანიარი სურვილი არ მაქვს კომენტარი გავაკეთო მიხეილ საააშვილის განცხადებებზე. თუმცა გეტყვით, რომ რევოლუცია არჩევნების შედეგების გამო მოხდება, თუ ერთობლივად  თავს იყრის რამდენიმე გარემოება. ერთი გახლავთ ის, რომ მოსახლეობაში უნდა იყოს ძლიერი აღშფოთება ხელისუფლების მიმართ; მეორე - უნდა იყოს საკმაოდ მაღალი ვარაუდი იმისა, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნების შედეგები. თუ ორივე ფაქტი ერთად არის, მაშინ არის რევოლუციის ალბათობა მაღალი.

დღეის მდგომარეობით მოსახლოების აღშფოთება არის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არის თუ არა კრიტიკულ ზღვარმდე მისული, ამის შეფასება გამიჭირდება. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ამის შეჯამება მოხდება მხოლოდ არჩევნების შემდეგ.

„რეზონანსი“: აქვს თუ არა საკმარისი პოლიტიკური რესურსი, რომ მიხეილ სააკაშვილმა დანაპირები შეასრულოს?

ვ.ხ.: არანიარი რესურსი მიხეილ სააკაშვილს არ აქვს. მან ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს იმდენი მძიმე დარღვევა ჩაიდინა, რომ დარწმუნებული ვარ - მას ამის რესურსი, რომ რევოლუცია მოახდინოს, არ გააჩნია.